ლონდონის ჩელსის მთავრი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მას არ სურს არისტოკრატების დატოვება და მზად არის კლუბთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
"თუ ჩელსი 10 წლიან კონტრაქტს შემომთავაზებს, ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ. მინდა ვთქვა, რომ ეს ნორმალური სიტუაციაა, მე არ მსურს ინგლისის დატოვება.
პორტუგალიელ მწვრთნელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ამ დროისთვის ჩელსი პრემიერლიგაში 15 ქულით მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.
წყარო: ESPN