გერმანიის კრაისლიგის გათამაშებაში ტრავემიუნდე-რაპიდის მატჩის დროს კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.
88-ე წუთზე ტრავემიუდეს მეკარემ, ბასტიან ზეჰმა ბურთი მეტოქის ფეხბურთელს თავში მოარტყა და საკუთარ კარში გოლი მიიღო. შედეგად ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
*კრაისლიგა გერმანიის ერთ-ერთი ქვედა დივიზიონის სახელწოდებაა.