ინგლისის პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურში ლესტერმა ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ლესტერი პრემიერლიგას 35 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი არსენალი 33 ქულით იმყოფება.
ჩელსი კი სატურნირო ცხრილში 2 პოზიციით დაქვეითდა. ამჟამად მოურინიოს მიერ გაწვრთნილი გუნდი მე-16-ე ადგილს იკავებს.
"სიტუაციის გამოსასწორებლად მე მხოლოდ ერთი გზა ვიცი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან მძიმეა ჩემთვის იმის ყურება, თუ რას ვაკეთებთ ვარჯიშებზე და შემდეგ როგორ ვთამაშობთ"-, განაცხადა მოურინიომ მატჩის შემდეგ.