17 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
მოურინიო - "იმედი მაქვს, აბრამოვიჩს სურს ჩემი დარჩენა, რადგან მეც იგივე მინდა"

ლესტერთან 2:1 წაგებული მატჩის შემდეგ, ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თავის მომავალზე ისაუბრა.

"იმედი მაქვს, მისტერ აბრამოვიჩს სურს ჩემი დარჩენა, რადგან მეც იგივე მინდა. თქვენ იცით, რომ მე გამოწვევების არასოდეს მეშინოდა და ახლა სწორედ დიდი გამოწვევის წინაშე ვარ",-განაცხადა პორტუგალიელმა.

ჩელსი ინგლისის პრემიერლიგაში 15 ქულით მეთექვსმეტე ადგილს იკავებს, ლესტერი კი სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს.

  

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები