მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელი ქალი, ამერიკელი სერენა უილიამსი, Sport Illustrated-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
უილიამსმა წელს გრანდ სლემის რანგის სამი ტურნირი მოიგო - უიბლდომი, ამერიკისა და ავსტრალიის ღია პირველობა. გასულ წელს ჩოგბურთელმა 53 შეხვედრაში იმარჯვა და მხოლოდ 3 დათმო.
Sport Illustrated-ის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული სპორტსმენმა ქალმა ბოლოს 1983 წელს მოიგო, ხოლო ჩოგბურთელმა - 1992 წელს.