17 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ლიონელ მესიმ იაპონელი ბავშვები აღაფრთოვანა

ბარსელონა იაპონიაში იმყოფება. ესპანური გუნდი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ბლაუგრანას ვარჯიშს იაპონელი ბავშვები ესწრებოდნენ, მათი აღფრთოვანება ლიონელ მესიმ გამოიწვია. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბურთი 50 მეტრის მანძილიდან მინი კარში გაიტანა, რასაც პატარების მხრიდან შეძახილები და აპლოდისმენტები მოჰყვა.

ბარსელონა ტურნირზე თავის შეხვედრას 17 დეკემბერს ჩინურ გუანჩჟოუ ევერგრანდის წინააღმდეგ გამართავს. 

 

წყარო: AS.com

დღის ამბები