ლესტერის ინგლისელ თავდამსხმელს, ჯეიმი ვარდის, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც კრიშტიანო რონალდუს და ლიონელ მესის ერთად ლა ლიგაში.
ვარდიმ ინგლისის ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატში კი რონალდომ 10, ხოლო მესიმ 5 გოლი.
ლესტერის თავდამსხმელმა პრემირლიგის ახალი რეკორდიც დაამყარა, ვარდიმ ზედიზედ 11 შეხვედრაში შეძლო თავსი გამოჩენა.
2015-16 წლების სეზონი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში:
ჯეიმი ვარდი - 15 გოლი (პრემიერლიგა)
ნეიმარი - 14 გოლი (ლა ლიგა)
ლუის სუარესი - 13 გოლი (ლა ლიგა)
კრიშტიანო რონალდუ -10 გოლი (ლა ლიგა)
ლიონელ მესი - 5 გოლი (ლა ლიგა)
წყარო: eurosport