ტორონტოს მცველი, დემარ დეროზანი და ოკლაჰომას ფორვარდი, კევინ დურანტი აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
გასულ კვირას ტორონტომაც და ოკლაჰომამაც ოთხივე მატჩი მოიგო. დეროზანის საშუალო მაჩვენებელი 24 ქულა, 5 მოხსნა, 3,8 პასი და ერთი ჩაჭრა იყო, ხოლო დურანტის მონაგარი 27,3 ქულა, 8,8 მოხსნა, 6,3 პასი და 1,8 ჩაჭრაა.
ტორონტოცა და ოკლაჰომაც, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: nba.com