17 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ჯანლუიჯი ბუფონი - "დონარუმა ტოპ მეკარეა"

ტურინის იუვენტუსის კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, მილანის 16 წლის მეკარეზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა.

"დონარუმა უკვე ტოპ მეკარეა. თავის ასაკთან შედარებით მას შეუძლია პრესის ზეწოლას გაუმკლავდეს. მოხარული ვარ, რომ მის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს ის ადეკვატურად ხვდება", - განაცხადა ბუფონმა.

ჯანლუიჯი დონარუმამ, მილანის ძირითადი შემადგენლობაში ადგილი მიმდინარე სეზონში დაიმკვიდრა.

 

წყარო: Football Italia

დღის ამბები