დეპორტივოსთან ფრედ 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, ბარსელონას ფეხბურთელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ტოკიოში გაემგზავრნენ.
Marca-ს ინფორმაციით, ფრენის დროს პილოტმა კაბინიდან გამოაცხადა, რომ რეალი ვილიარელთან 0:1 დამარცხდა, რასაც ბარსელონას ფეხბურთელების ოვაციები მოჰყვა.
კატალონიური კლუბი, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებას 35 ქულით ლიდერობს და 5 ქულით უსწრებს რეალს.
წყარო: eurosport