17 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ლუდოგორეცმა შესაძლოა ბულგარეთის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარი თქვას

რაზგრადის ლუდოგორეცმა შესაძლოა ბულგარეთის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარი თქვას. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მსაჯები მათ მთავარ კონკურენტს, ლევსკის ეხმარებიან.

"თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ჩვენ შეიძლება ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მივიღოთ", - განაცხადა ლუდოგორეცის პრეზიდენტმა კირილ დომუშიევმა.

ლუდოგორეცი, ბულგარეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას 38 ქულით ლიდერობს და 3 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ლევსკის, თუმცა სოფიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

 

წყარო: BBC

დღის ამბები