არნემის ვიტესის ოფიციალური Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვაკო ყაზაიშვილი კლუბის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ასევე, ჰოლანდიურმა გუნდმა საუკეთესოდ აღიარა ქართველის მიერ ნაიმეგენის წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლი და მას "ორმაგი დარტყმა" უწოდა.
ვიტესი ერადივიზიონში 16 ტურის შემდეგ 16 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.
წყარო: ვიტესის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.