17 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ბენიტესსა და რონალდოს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს ურჩია, რომ საჯარიმო დარტყმის გასაუმჯობესებლად ბიომეტრიული სწავლება გაიაროს.

ამ საუბრის შემდეგ, რონალდომ ოთახი განაწყენებულმა დატოვა და როგორც ესპანური პრესა წერს, მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არც ისე თბილი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რონალდომ განაცხადა, რომ მას რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ენატრება.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები