დარმშტატთან გასამართი მატჩის წინ მიუნჰენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, თავის მომავალზე ისაუბრა.
"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ჩემს გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა კლუბში, მომავალ კვირას გაიგებთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
ესპანელმა მწვრთნელმა, ბაიერნი 2013 წელს ჩაიბარა და მასთან ერთად ორჯერ ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
წყარო: eurosport