17 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
მანჩესტერ სიტის კიევის დინამოსთან პირველი მატჩის გამართვა ნეიტრალურ მოედანზე სურს

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის მერფედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის გამართვა კიევის დინამოს წინააღმდეგ ნეიტრალურ მოედანზე სურს.

ამის შესახებ UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გრიგორი სურკისმა ისაუბრა.

"სიტიმ განაცხადი უკვე შეიტანა, რომ კიევის ნაცვლად მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან UEFA არასოდეს მიიღებს უკრაინული ფეხბურთისთვის ამ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სურკისმა.

კიევის დინამოსა და სიტის შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.

 

წყარო: football.sport.ua

დღის ამბები