ლივერპული ლევერკუზენის ბაიერის თავდამსხმელით, შტეფან კისლინგით დაინტერესდა.
31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ინგლისური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, სურს.
კისლინგმა ლევერკუზენის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 15 ჩატარებული მატჩი და 3 გატანილი გოლია.
წყარო: sport-express.ru