მიუნჰენის ბაიერნის მცველი, ჯერომ ბოატენგი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
ზედიზედ 56 მატჩში, რომელშიც ბოატენგმა მიიღო მონაწილეობა მიუნჰენური კლუბი არცერთხელ არ დამარცხებულა. ბოატენგის სერია 2012 წლის 3 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის 19 დეკემბერს დასრულდა.
ბოატენგი გერმანული კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.
წყარო: მიუნჰენის ბაიერნის twitter-ის ოფიციალური გვერდი.