ლოს ანჯელეს ლეიკერსის მცველმა, კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
"შესანიშნავი იქნება თუ "ოლ სტარზე" თამაშის საშუალება კვლავ მომეცემა, თუმცა თუ ასე არ მოხდა, არ იქნება ტრაგედია. მე მსგავს მატჩებში თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს და უკეთესია თუ ახალგაზრდა მოთამაშეებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება", - განაცხადა ბრაიანტმა.
კობი ბრაიანტი კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს.
წყარო: espn.go.com