იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, მიუნჰენის ბაიერნის გაწვრთნაზე თანახმაა.
კვირის ბოლოს გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა თავის გადაწყვეტილების შესახებ იტყვის, თუმცა Marca-ის ინფორმაციით ესპანელი თანამდებობას დატოვებს.
ბაიერნი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მოლაპარაკებები უკვე გამართა კარლო ანჩელოტისთან, რომელმაც მიუნჰენური კლუბის ხელმძღვანელობასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
გვარდიოლა ბაიერნს 2013 წლიდან წვრთნის.
წყარო: eurosport