16 დეკემბერს საქართველოს თასის მეოთხედვინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრები გაიმართა.
ნახევარფინალის საგზური მოიპოვა ვიტ ჯორჯიამ, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ზუგდიდი 5:3 დაამარცხა.
პენალტები დაინიშნა სიონისა და სამტრედიის მატჩშიც, რომელიც ბოლნისელებმა 2:0 მოიგეს,
ჩიხურამ გასვლაზე შუქურასთან 1:1 ითამაშა და რადგან პირველ შეხვედრაში მეტოქე 2:0 ჰყავდა დამარცხებული, ნახევარფინალში გავიდა.
ბოლო ნახევარფინალისტი კი თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს მატჩში გაირკვა. დინამომ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
საქართველოში საფეხბურთო სეზონი თებერვალში განახლდება.
წყარო: gff.ge
ფოტო: დინამო თბილისის Facebook-ის გვერდი