ინგლისის პრემიერლიგაში ლესტერმა ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
ორივე გოლის ეპიზოდში ლონდონური კლუბის დაცვის ხაზმა არადამაჯერებლად ითამაშა, რის შემდეგაც დიეგო კოშტამ არისტოკრატების მცველებს მიმართა - "ჩაგეძინათ?"
შეხვედრაში კოშტამ ლესტერის თავდამსხმელთან, ჯეიმი ვარდისთან, სიტყვიერი დაპირისპირებითაც გამოიჩინა თავი.
ინგლისის პრემიერლიგაში 16 ტურის შემდეგ ლესტერი პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩელსი 15 ქულით მეთექვსმეტე პოზიციას იკავებს.
წყარო: mirror.co.uk