მადრიდის რეალის ფრანგი ლეგენდა, ზინედინ ზიდანი, რომელიც ამჟამად კასტილიის მწვრთნელია, მზად არის სამეფო კლუბი ჩაიბაროს.
ბლანკოსის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, რაფაელ ბენიტესს ბარსელონასთან 0:4 წაგებული შეხვედრის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ ესპანელ სპეციალისტს უკვე ფეხბურთელებთანაც აქვს კონფლიქტი. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბენიტესი დაკავებულ თანამდებოდაბს დატოვებს და მას ზინედინ ზიდანი შეცვლის.
ზიდანი რეალის ძირითად გუნდში კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა. 2013-14 წლების სეზონში ფრანგმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.