17 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
Nieuwsblad: "ედენ აზარმა მოედნიდან გასასვლელად ტრავმა მოიმიზეზა"

Nieuwsblad-ის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ედენ აზარს ლესტერთან მატჩში მოურინიოს ხელმძღვანელობით არ ეთამაშა, ფეხბურთელმა ტრავმა მოიმიზეზა. 

ჩელსის ბელგიელმა ნახევარმცველმა ლესტერთან შეხვედრის 30-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა.

"ტრავმის შესახებ დაზუსტებით არაფერი ვიცი - აზარმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და თამაში არ გააგრძელა,"- განაცხადა მოურინიომ მატჩის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო ფეხბურთელის მამამ. ტიერი აზარის თქმით, მისი შვილის მხრიდან სიმულაციას ადგილი არ ჰქონია.

ლესტერმა ჩელსი 2:1 დაამარცხა. არისტოკრატები პრემიერლიგაში მეთექვსმეტე ადგილს იკავებენ და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებენ.

წყარო:nieuwsblad.be

დღის ამბები