შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, იოსებ ხუციშვილმა, რეკორდი დაამყარა.
ხუციშვილმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ერთი წუთის განმავლობაში 22 კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალ ხელზე 56 აზიდვა შეასრულა. შემდეგ კი 30 წამში 10 კილოგრამიანი ტვირთით ორძელზე 33-ჯერ აიზიდა.
რეზულტატები საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ დააფიქსირა. იოსებ ხუციშვილს კი შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.
ფოტო: შშს-ს Facebook-ის გვერდი.