მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში კატალონიის ბარსელონა ჩინურ გუანჩჟოუ ევერგრანდს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
მეტჩში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა ბლაუგრანას თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა.
ტურნირის ფინალში, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება, ბარსელონა არგენტინულ რივერ პლეიტს დაუპირისპირდება.