თბილისი ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას მასპინძლობს.
ახალ სპორტის სასახლეში წინასწარი შეხვედრები დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო.
ქართულმა კლუბმა შევარდენმა ფრანგული სუსი 3:2 დაამარცხა. საგარეჯო კი თავის შეხვედრას გროზნოს ედელვაისის წინააღმდეგ გამართავს.
ტურნირის ფინალური ეტაპის შეხვედრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.