17 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
გვარდიოლა - "ბაიერნისთვის ცნობილია ჩემი გადაწყვეტილება"

მიუნჰენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გააკეთა კომენტარი.

"ბაიერნის ხელმძღვანელობისთვის უკვე ცნობილია ჩემი გადაწყვეტილება. საზოგადოება ამის შესახებ 2015 წლის ბოლო მატჩის შემდეგ გაიგებს," - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

გვარდიოლა მიუნჰენური კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. 

უცხოური მედიის ინფომაციით, გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს კარიერას, მის შემცვლელად კი ბაიერნი კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავს.

დღის ამბები