17 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ჩიკაგოსა და დეტროიტის შეხვედრაში ოთხი ოვერტაიმი დაინიშნა

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში ჩიკაგო ბულსმა დეტროიტ პისტონს უმასპინძლა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 105:105 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად ოთხი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, დეტროიტმა მეტოქე 147:144 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიმი ბატლერი გახდა, რომელმაც 43 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩიკაგო მესამეს, ხოლო დეტროიტი მერვე ადგილს იკავებს.

დღის ამბები