ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის თანამდებობდაზე ჰოლანდიელი, გუუს ჰიდინკის, დანიშვნა.
"ბედნიერი ვარ, რომ სტენფორდ ბრიჯზე დავბრუნდი. ჩელსის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ამ ეტაპზე არ იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია,"-განაცხადა ჰიდინკმა.
ჰოლანდიელი არისტოკრატების მწვრთნელად პირველად 2009 წლის თებერვალში დაინიშნა. გუნდთან ერთად ჰიდინკმა ინგლისის თასი მოიგო და სეზონის ბოლოს კლუბი დატოვა.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩელსი 16 ტურის შემდეგ მეთექევსმეტე ადგილს იკავებს.