ბარსელონას ფეხბურთელებმა, ლიონელ მესიმ და ნეიმარმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, თუმცა მათი თამაში მაინც საეჭვოა.
"ორივე კარგად გრძნობს თავს. წინ კიდევ გვაქვს დრო და ვნახოთ შეძლებენ თუ არა თამაშს", - განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბარსელონა რივერ პლეიტს დაუპირისპირდება. მატჩი 20 დეკემბერს გაიმართება.
წყარო: ბარსელონას Twitter-ის ოფიციალური გვერდი.