17 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
თბილისის "მებრძოლი" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგის ფინალში გავიდა

ქართული კლუბი მებრძოლი, ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგის ფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში ფრანგული სენ ჟენევიევი 3:2 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში ამავე ანგარიშით პორტუგალიურ კლუბ სპორტინგს აჯობეს.

ფინალში მებრძოლი გერმანულ აბენსბერგს დაუპირისპირდება.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს საგარეჯოს, ხოლო ბრინჯაოსთვის კიდევ ერთი ქართული კლუბი - შევარდენი იბრძოლებს.

დღის ამბები