ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მერსისაიდელების ყოველწლიურ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია.
კლოპთან ერთად საავადმყოფოში ლივერპულის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი, იმყოფებოდა. მათ, ბავშვებს შობა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით მიულოცეს.
იურგენ კლოპი ლივერპულის მთავარ მწვრთნელად ოქტომბერში დაინიშნა. ამ დროისთვის გუნდი პრემიერლიგაში 16 ტურის შემდეგ 24 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.
წყარო: eurosport