17 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შედეგები

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქართული კლუბის, საგარეჯოს გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში რუსული "ნალჩიკი" 3:2 დაამარცხეს.

"ოქროს ლიგაში" კი ოქროს მედალი მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა "მებრძოლმა". ვენაში გამართულ ფინალში ქართული კლუბი გერმანულ "აბენსბერგს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. 

თბილისში ჩატარებულ ტურნირზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა "შევარდენმა", რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსული რატიბორეცი 4:1 დაამარცხა.

შევარდენიც და საგარეჯოც მომავალი სეზონიდან რანგით უფრო მაღალ - "ოქროს ლიგაში" იასპარეზებენ.

დღის ამბები