ლონდონის ჩელსიმ ჟოზე მოურინიო გათავისუფლების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.
ლონდონელებმა სანდერლენდს უმასპინძლეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. გუნდს სტივ ჰოლანდი ხელმძღვანელობდა.
თავისი შეხვედრა მოიგო პრემიერლიგის ლიდერმაც. ლესტერმა სტუმრად ევერტონი დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დაამარცხა.
მანჩესტერ იუნაიტედმა კი საკუთარ მოედანზე ნორვიჩი მიიღო და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.
ვიდეო: goalsarena.org