17 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ჩელსის გულშემატკივრებმა ჟოზე მოურინიოს მხარდასაჭერი ბანერები გამოფინეს

ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ ლონდონის ჩელსიმ პირველი მატჩი ჩაატარა. არისტოკრატებმა სანდერლენდს უმასპინძლეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონური კლუბი მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა და დიდ უპირატესობასაც ფლობდა, სტენფორდ ბრიჯის ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა ჟოზე მოურინიოს მხარდასაჭერი ბანერები გამოფინეს და კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის მიმართ პროტესტი გამოხატეს.

სანდერლენთან მატჩს ეწრებოდა ჩელსის ახალი მწვრთნელი, გუუს ჰიდინკი, რომელიც მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები