მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯბული კატალონიის ბარსელონა გახდა. ფინალში ბლაუგრანამ რივერ პლეიტი 3:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში ლიონელ მესიმ 36-ე წუთზე გახსნა, 49-ე და 68-ე წუთებზე კი ლუის სუარესმა დუბლი გაიფორმა.
ბარსელონა გახდა პირველი კლუბი, რომელსაც აღნიშნული ტურნირი 3-ჯერ აქვს მოგებული.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს იაპონია მასპინძლობდა.
ვიდეო:goaslarena.org