17 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მადრიდის რეალი ლიბანელ დევნილ ბავშვზე იზრუნებს

მადრიდის რეალი ლიბანელ დევნილ ბავშვზე იზრუნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მიიღო.

სამეფო კლუბმა ლიბანელ ბავშვს უმასპინძლა და კრიშტიანო რონალდუსთან ერთად გუნდის მუზეუმი დაათვალიერებინა.

ჰაიდარ ჰუსეინ მუსტაფას ბეირუთში დაბომბვის შედეგად მშობლები გარდაეცვალა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვი ნანგრევებში იპოვეს, მას მადრიდის რეალის მაისური ეცვა.

 

წყარო: მადრიდის რეალის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები