17 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ბლატერს და პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აეკრძალათ

FIFA-ს და UEFA-ს პრეზიდენტები, იოზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას 8 წლით ჩამოშორდებიან.

FIFA-ს ეთიკის კომიტეტის განცხადებით, ბლატერს კოდექსის, ხოლო პლატინის ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. იოზეფ ბლატერი 50 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდება, პლატინი კი 80 ათასით.

ასევე, საფეხბურთო მაღალჩინოსნებს პროკურატურა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ედავება. 

ბლატერი FIFA-ს 1998 წლიდან მართავდა, ხოლო პლატინი UEFA-ს პრეზიდენტი 2007 წლიდან იყო.

 

წყარო: bbc.com

დღის ამბები