უდინეზეს პრეზიდენტმა, ჯანო პოზომ განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი, ანტონიო დი ნატალე კარიერას მომავალ სეზონში დაასრულებს.
"დი ნატალე თამაშს აგრძელებს. ის კარიერას შემდეგ სეზონში დაასრულებს. ანტონიოს უდიდესი გამოცდილება გააჩნია და ჩვენი დახმარება კვლავ შეუძლია,"- განაცხადა პოცომ.
ანტონიო დი ნატალე უდინეზეს ღირსებას 2004 წლიდან იცავს.
წყარო: Football Italia