ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი გუნდს პრემიერლიგის მოგება შეუძლია.
"რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვიყავით და ჩავარდნები ხშირი იყო, თუმცა ოლიმპიაკოსთან მატჩში გამოჩნდა, რომ გუნდს მებრძოლი ხასიათი გააჩნია. ტიტულის მოსაგებად სწორედ ასეთი გუნდია საჭირო. არსენალს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს,"- განაცხადა ვენგერმა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში არსენალი 33 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
წყარო: dailystar.co.uk