17 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
Eurosport: "ინტერის ფეხბურთელმა მატჩის დროს კარატეს ილეთი გამოიყენა"

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17-ე ტურის შეხვედრაში მილანის ინტერმა რომის ლაციოს უმასპინძლა.

შეხვედრის 87-ე წუთზე მილანური კლუბის ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, ბურთის მოგერიების დროს ლუკას ბილიას წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მატჩის არბიტრმა, პაულო მაცონელიმ ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. 

შეხვედრა ლაციოს გამარჯვებით 1:2 დასრულდა. მარცხის მიუხედავად ინტერი სერია A-ს 36 ქულით ლიდერობს.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები