17 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ჯეიმს ჰარდენმა 36 ქულა მოაგროვა

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ჰიუსტონ როკეტსმა შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და მეტოქე 102:95 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 36 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

დასავლეთ კონფერენციაში ჰიუსტონი მეექვსე, ხოლო აღმოსავლეთში შარლოტი მეცხრე ადგილს იკავებს.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

ვაშინგტონი - საკრამენტო 113:99

ბოსტონი - მინესოტა 113:99

ნიუ იორკი - ორლანდო 99:107

ატლანტა - პორტლენდი 106:97

ჩიკაგო - ბრუკლინი 102:105

სან ანტონიო - ინდიანა 106:92

იუტა - ფინიქსი 110:89

კლიპერსი - ოკლაჰომა 99:100

დღის ამბები