ლოს ანჯელეს ლეიკერსის მცველმა, კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ NBA-ში კარიერის დასრულების შემდეგ, საზღვარგარეთ თამაშს არ აპირებს.
"ევროპაში თამაში მსურდა, თუმცა ეს არ მოხდება. კარგი იქნებოდა ამისთვის ძალები მქონოდა, მაგრამ ჩემი ორგანიზმი თამაშის საშუალებას აღარ მომცემს", - განაცხადა ბრაიანტმა.
კობი ბრაიანტი, კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.
წყარო: twitter.com