შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, სტანისლას ვავრინკამ განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ითამაშებს თუ არა.
"არ მინდა ვიჩქარო. უნდა შევხედო იმ მომენტში როგორ ვიგრძნობ თავს. შესაძლოა მარტო ერთეულთა თანრიგში ვითამაშო", - განაცხადა ვავრინკამ.
2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, ვავრინკამ როჯერ ფედერერთან ერთად წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი მოიპოვა.
წყარო: tennis.com