ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილიასმა, twitter-ზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
კითხვაზე თუ ვინაა ყველაზე პერსპექტიული გოლკიპერი, კასილიასმა ოთხი მეკარე დაასახელა - დავიდ დე ხეა, ტიბო კურტუა, მარკ ანდრე ტერ შტეგენი და ბერნდ ლენო.
იკერ კასილიასმა მადრიდის რეალი გასულ ზაფხულს დატოვა და პორტუში აგრძელებს კარიერას.
წყარო: eurosport