მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, მის გუნდს ბარსელონასთან არაფერი აქვს საერთო.
"ყველა კლუბს საკუთარი ისტორია აქვს, რომელსაც ვერ შეცვლი. ბევრს სურს, რომ ატლეტიკო ბარსელონასავით თამაშობდეს, თუმცა ჩვენ ბარსელონა არ ვართ და არც არასოდეს ვიქნებით", - განაცხადა სიმეონემ.
დიეგო სიმეონე ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის.
წყარო: sport-express.ru