ფილიპ ლამმა ყოფილ თანაგუნდელს, ბასტიან შვაინშტაიგერს, დამდეგი შობა ორიგინალურად მიულოცა.
"შობა არის დღესასწაული, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა გაატარო. როგორც იცი ამ პერიოდში მიუნხენში დროს შესანიშნავად ვატარებთ. ჩვენ გემრიელ საჭმელებს მივირთმევთ - იხვს, ქათამს, სოსისებს, თევზს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, შენც იგივეს გააკეთებ, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ,"- მიმართა ლამმა შვაინშტაიგერს.
გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში, პრემიერლიგისგან განსხვავებით, საშობაო არდადეგები იწყება.
ბასტიან შვაინშტაიგერმა მიუნხენის ბაიერნი გასულ ზაფხულს დატოვა და მანჩესტერ იუნაიტედში აგრძელებს კარიერას.
წყარო: 101greatgoals.com