FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, 8 წლიანი დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მე ფეხბურთში მოღვაწეობა დავასრულე. FIFA-ს მიმართ ნდობა მას შემდეგ დამეკარგა, როდესაც საქმეში ამერიკელი სამართალდამცველები ჩაერივნენ და ჩვენ მაფიოზური ორგანიზაცია გვიწოდეს. ჩემი და პლატინის დისკვალიფიკაცია აბსურდია, რადგან შვეიცარიული კანონმდებლობით, 8 წლით მხოლოდ მკვლელობისთვის და ბანკის გაძარცვისთვის ისჯებიან,"- განაცხადა ბლატერმა.
იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აეკრძალათ.
წყარო: The Wall Street Journal