საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე, allsportsnews-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა.
"გორგოძე არის მაგალითი იმისა თუ რატომ უნდა ითამაშოს საქართველომ 6 ერის გათამაშებაში, ის მსოფლიოს თასზე ნაკრების ლიდერი იყო და ფრანგულ ტულონშიც საუკეთესოა,"- ასე ახასიათებს ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტი მამუკა გორგოძეს.
საქართველოს ნაკრების მორაგბე მე-6-ე ნომრის პოზიციაზე შეიყვანეს სიმბოლურში.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის გორგოძემ გადამწყვეტი ლელო დადო ტონგასთან და გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. ახალ ზელანდიასთან შეხვედრაში კი მატჩის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.