თურქეთის სამოყვარულო ლიგაში სანიასპორი-დალიკასპორის მატჩის დროს არასაფეხბურთო ინციდენტი მოხდა.
სანიასპორის ფეხბურთელმა, მეჰმეთ დეგირმენჩიმ, მოტოქესთან უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც წაქცეულ ფეხბურთელს სახეში ფეხი ჩაარტყა, რასაც მოედანზე არეულობა მოჰყვა.
დაზარალებულმა მედპერსონალის დახმარებით დატოვა მინდორი, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.
სანიასპორის ხელმძღვანელობამ კი გედირმენჩისთნ კონტრაქტი გაწყვიტა. ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
წყარო: eurosport